უკრაინა: რუსები 15 მიმართულებით წარუმატებლად გვიტევდნენ
რუსმა დამპყრობლებმა არაერთი შეტევა განახორციელეს დონბასში, უკრაინელებმა თითქმის ყველა მოიგერიეს. ამის შესახებ ინფორმაციას 14 აგვისტოს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"უკრაინელმა ჯარისკაცებმა დოლინის მიმართულებით შეტევა მოიგერიეს. [მტერი] ცდილობდა დაეზვერვა ჩვენი ჯარების პოზიციები სერებრიანკას მიდამოში, მიიღეს საპასუხო ცეცხლი და უკან დაიხიეს. დაზვერვის მცდელობა ვესელის მიმართულებითაც იგივე შედეგით დასრულდა. მტერმა გარისკა შეტევა დოლინის და ივანო-დარიევკას მიმართულებით, რაც ოკუპანტებისთვის დანაკარგებით და უკან დახევით დასრულდა", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინელმა სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ "დაბომბეს და გაანეიტრალეს მოწინააღმდეგის სადაზვერვო ჯგუფი სოლედარის მიმართულებით".
"დამპყრობლებმა შეტევითი ბრძოლები აწარმოეს იაკოვლევკას, სოლედარის, ვერშინას, კოდემასა და ზაიცევოს მიმართულებით, განიცადეს ზარალი და უკან დაიხიეს. ბახმუტის მიმართულებით მტრის ნაწილებმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს. მტერი გვიტევდა კრასნოგოროვკას და პესოკის მიმართულებით, მაგრამ არ ჰქონდა წარმატება და უკან დაიხიეს", - განმარტავენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.