უკრაინა: რუსების ნასროლი ექვსი ფრთოსანი რაკეტიდან ხუთი ჩამოვაგდეთ

უკრაინელმა სამხედროებმა რუსების ნასროლი ექვსი რაკეტიდან ხუთი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.

"დაახლოებით დილის 8:00 საათზე, ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთში, საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ნაწილებმა ექვსი Х-101 ფრთოსანი რაკეტიდან ხუთი გაანადგურეს, რომლებიც კასპიის ზღვის თავზე მყოფი Ту-95МС სტრატეგიული ბომბდამშენებიდან გაისროლეს." - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, დღეს უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ჯარებმა გაანადგურა რუსების ვერტმფრენი Ka-52 "ალიგატორი".

მსგავსი სიახლეები