უკრაინა: რუსების შეტევა 13 მიმართულებით მოვიგერიეთ
დონეცკის რეგიონში რუსი დამპყრობლები წარუმატებლად ცდილობდნენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას 6 აგვისტოს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"მტრის ცალკეული ნაწილები ცდილობდნენ ბოგოროდიჩნის დასავლეთ გარეუბანში გადასვლას, მაგრამ ვერ მიაღწიეს წარმატებას და უკან დაიხიეს. შეტევითი მოქმედებებით დამპყრობლები ცდილობდნენ ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას სტრიაპოვკა - ბახმუტსკოეს, პოკროვსკოე - სოლედარის, პოკროვსკოე - ბახმუტის, ვლადიმეროვკა - იაკოვლევკას, ვიდროჟენნია - ვერშინას, პოკროვსკოე - ვერშინას მიმართულებებით. ყველა ამ მიმართულებაზე მტერმა მიიღო გადამწყვეტი პასუხი უკრაინელი ჯარისკაცებისგან და უკან დაიხია", - ნათქვამია განცხადებაში.
მტერმა ასევე სცადა უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის გარღვევა სპარტაკი - ავდეევკას, ვესელეს, ნოვოსელოვკას, ვტარაია - კრასნოგოროვკას, ალექსანდროვკა - მარინკას, კირილოვკა - პავლოვკას და პრეჩისტოვკა - ნოვომაიორსკოეს მიმართულებით, აღნიშნა გენერალურმა შტაბმა.
"უკრაინელმა ჯარისკაცებმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს მტერს და უკან დაახევინეს", - აღნიშნავს უკრაინის შეიარაღებული ძალები.
უკრაინული მხარის თქმით, რუსული ჯარები განაგრძობდნენ დაბომბვას არტილერიით და ტანკებით და რიგ რაიონებში იყენებდნენ თვითმფრინავებს.
ხარკოვის ოლქში, გენერალური შტაბის ცნობით, მტერი არ ატარებდა შეტევით ოპერაციებს, ხოლო ხერსონის რაიონში იგი ცდილობდა უკრაინის არმიის შეკავებას, მათ შორის თვითმფრინავებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.