უკრაინა: ხარკოვისა და დონეცკის რაიონებში რუსების შეტევა მოვიგერიეთ

რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ქვეყნის აღმოსავლეთით უკრაინის ტერიტორიის დაკავების მცდელობებს. ამის შესახებ ინფორმაციას 28 აგვისტოს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

"ხარკოვის მიმართულებით მტერი ცდილობდა ტაქტიკური სიტუაციის გაუმჯობესებას სვეტლიჩნოეს მახლობლად, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია, უკან დაიხია. სლავიანსკის მიმართულებით მტერი ცდილობდა წინსვლას ბოგოროდიჩნიში, მაგრამ შეტევა წარუმატებლად დასრულდა, რუსებმა ზარალით უკან დაიხიეს", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინელმა სამხედროებმა ასევე ისაუბრეს ვესელა დოლინასთან დამპყრობლების თავდასხმებზე, თავდაცვის ძალებმა ისინი მოიგერიეს.

„ავდეევკას მიმართულებით მტერი წარუმატებლად გვიტევდა პერვომაისკის მიდამოებში და ზარალით უკან დაიხია. ნოვოპავლოვსკის მიმართულებით მტერი ცდილობდა ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას პავლოვკას მახლობლად, მაგრამ წარუმატებლად", - აღნიშნავს უკრაინული მხარე.

ასევე, გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ჯარები ისროდნენ არტილერიით, ტანკებით და თვითმფრინავებით, გამოიყენეს დრონები.

"ჩვენი სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფები აგრძელებენ რუსი დამპყრობლების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის დაბომბვას. ზოგიერთ რაიონში მტერს აქვს ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგები", - აღნიშნეს უკრაინის შეიარაღებული ძალებში.

მსგავსი სიახლეები