უკრაინა: რუსეთის შეტევა ოთხი მიმართულებით მოვიგერიეთ
6 ივლისს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული თავდასხმები ოთხი მიმართულებით მოიგერიეს, რომელთაგან სამში ოკუპანტებს აიძულეს უკან დაეხიათ. ამის შესახებ YouTube-ზე გამოქვეყნებულ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიმართვაშია ნათქვამი.
უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს დამპყრობლების შტურმის მცდელობა კაზაჩია ლოპანში - სოსნოვკას (ხარკოვის ოლქი, რუსეთის ფედერაციის საზღვართან) დასახლებების მიმართულებით. ოკუპანტებმა არტილერიით დაბომბეს რეგიონის რამდენიმე დასახლებული პუნქტი.
ასევე, მოიგერიეს რუსული არმიის შეტევები დონეცკის რეგიონში შემდეგი მიმართულებებზე:
- დოლგენკოე - მაზანოვკა (დასახლებები მდებარეობს ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის ორ მხარეს, სლავიანსკის, კრამატორსკის და ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით);
- მირონოვკა - ლუგანსკოე და გოლმოვსკი - ნოვოლუგანსკოე (ეს დასახლებები მდებარეობს ბახმუტის სამხრეთ-აღმოსავლეთით).
ამ სამი მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსულ არმიას უკან დახევა აიძულეს.
სევერსკის მიმართულებით ვითარება არ შეცვლილა, კრამატორსკის მიმართულებით დამპყრობლები ცდილობენ დაიკავონ ვერხნეკამენსკოეს და გრიგოროვკას დასახლებები. რუსებმა დაბომბეს ვერხნეკამენსკოე და სლავიანსკი ქვემეხებით და სარაკეტო არტილერიით.
ბახმუტის მიმართულებით რუსული არმია ბახმუტ-ლისიჩანსკის გზაზე კონტროლის დაკავებას წარუმატებლად ცდილობს, იტყობინება უკრაინის გენერალური შტაბი.