უკრაინა: რუსეთმა ომში 86 ირანული კამიკაძე დრონი გამოიყენა, მათი 60% განადგურდა
რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ ომში Shahed-136 ტიპის 90-მდე ირანული კამიკაძე დრონი (რუსები მას Герань-2-ს უწოდებენ) გამოიყენა. ამის შესახებ 6 ოქტომბერს უკრაინის სამხედრო ტელევიზიაზე გამართულ ბრიფინგზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ ოლექსი გრომოვმა განაცხადა.
"ამ ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ძალებმა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 12 კამიკაძე დრონიდან ცხრა გაანადგურეს. საერთო ჯამში, მტრის მიერ Shahed-136 კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების დაწყებიდან, მათ გამოიყენეს 86 ერთეული დრონი, რომლის 60%-იც განადგურდა", - განაცხადა გრომოვმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვამ მტრის ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, მათ შორის 2 ირანული Shahed-136 და 1 Mohajer-6.