უკრაინა: რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტთან ტაქტიკა შეცვალეს
ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებებზე ყოველ დღე გრძელდება რუსების შეტევა, მტერმა შეცვალა ტაქტიკა და, ასეულისა და ბატალიონის ფორმირებების გამოყენების ნაცვლად, ქმნის შეტევით რაზმებს.
ამის შესახებ 10 დეკემბერს ეროვნული ტელეთონის ეთერში უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერმა სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.
"ეს ჯგუფები უკვე იყოფა ქვეჯგუფებად, რომლებიც პირდაპირ შტურმზე მიდიან, დანარჩენები მათ საცეცხლე დაფარვას უკეთებენ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ტაქტიკას და გვაქვს ანტიდოტი ყოველი ასეთი სამხედრო შხამისთვის", - აღნიშნა ჩერევატიმ.
ზოგადად, მისი თქმით, ფრონტი ახლა ისეთ კონფიგურაციაშია, სადაც არ შეიძლება ითქვას, რომ "ერთი მხარე მიიწევს წინ, მეორე კი მუდმივად თავს იცავს".
"ეს არის დინამიური პროცესები. რეალურად მიმდინარეობს ორმხრივი პროცესები, როდესაც ჩვენ უმცირესი შესაძლებლობის შემთხვევაში ვეწინააღმდეგებით მტერს და ვცდილობთ მისი პოზიციიდან განდევნას. მტერი, სადაც უპირატესობა აქვს, ხედავს, რომ შეუძლია შეტევა და ამას აკეთებს." - განაცხადა ჩერევატიმ.