უკრაინა: სამხრეთში ერთ კვირაში რუსების საბრძოლო მასალის 10-ზე მეტი საწყობი გავანადგურეთ
გასულ კვირას უკრაინელი დამცველების ძირითადი ფოკუსი სამხრეთ უკრაინაში საბრძოლო მასალისა და მტრის იარაღის განადგურებაზე იყო. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა მედია ცენტრ "უკრაინაში" ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენი ძალები ძირითადად მიზნად ისახავდა მტრის განადგურებას, საბრძოლო მასალის საწყობების განადგურებას (მათგან 10-ზე მეტი გასულ კვირას განადგურდა), სამეთაურო და სადაზვერვო პუნქტების განადგურებას, ეს ასევე სერიოზულად აისახება მტრის ჯარების მორალზე. ეს არის ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურება და მძიმე, შორი დისტანციის იარაღის - არტილერიის, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების განადგურება, რომლითაც ისინი ცდილობენ ზეწოლას მოახდინონ ჩვენს ზრუგზე და დაბომბონ მშვიდობიანი მოსახლეობა", - თქვა მან.