უკრაინა: ყირიმელმა ახალგაზრდებმა მასობრივად დაიწყეს უკრაინული პასპორტების მიღება
ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრებმა 19-დან 25 წლამდე მასიურად უკრაინის მატერიკზე გადასვლა პირველი პასპორტის მისაღებად.
ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრომ 22 სექტემბერს, მიგრაციის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა.
"უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მისასვლელად ყირიმელები რთულ გზას იყენებენ: კვეთენ საზღვრებს, მათ შორის აგრესორი ქვეყნის საზღვრებს. ისინი შედიან უკრაინის ტერიტორიაზე, ხელში მხოლოდ დაბადების მოწმობა ან 2014 წლამდე გაცემული უკრაინის მოქალაქის საზღვარგარეთ მოგზაურობის პასპორტი აქვთ." - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პასპორტისთვის მისული მოქალაქეების უმრავლესობა, დოკუმენტის მიღების შემდეგ, უკრაინის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას გეგმავს.