უკრაინა: ზაპოროჟიეში ერთი SU-25 ჩამოვაგდეთ, მეორე დავაზიანეთ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრის "A" და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა ზაპოროჟიეს რეგიონში ერთი რუსული SU-25 ჩამოაგდეს და მეორე დააზიანეს. ამის შესახებ СБУ-ს პრესცენტრმა 15 ივლისს განაცხადა. თვითმფრინავის განადგურების თარიღი მითითებული არ არის.

"ორეხოვისა და სტეფნოეს დასახლებების მიდამოებში, მტერი ცდილობდა უკრაინის პოზიციებზე ორი SU-25-ით შეტევას. მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა მტრის თვითმფრინავებს გადასატანი საზენიტო სარაკეტო სისტემებით ესროლეს, შედეგად ერთი SU-25 ჩამოვარდა, მეორეს რაკეტა მოხვდა და დაზიანდა", - ნათქვამია განცხადებაში.

პრესცენტრმა ჩამოთვალა СБУ-ს სპეცრაზმის სხვა მიღწევები: ოთხი ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ერთი ჯავშანტრანსპორტიორი, საბრძოლო მასალის საცავი და მტრის პოზიციების განადგურება.

მსგავსი სიახლეები