უკრაინა: ზაპოროჟიეში რუსული Su-25 ჩამოვაგდეთ
უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლმა ზაპოროჟიეს მიმართულებით მტრის იერიშის დროს რუსული Su-25 ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული გვარდიის პრესსამსახური ფეისბუქზე 10 აგვისტოს ავრცელებს.
"რაშისტებს აქვთ მინუს კიდევ ერთი მოიარიშე Su-25. ზაპოროჟიეს მიმართულებით მტრის იერიშის დროს ეროვნული გვარდიის მებრძოლმა Igla-ს რაკეტა მოარტყა Su-25-ს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მტრის თვითმფრინავის ჩამოვარდნა დადასტურდა. სამიზნე განადგურებულია", - ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული გვარდია აღნიშნავს, რომ რუსული თვითმფირნავი უკვე ცნობილმა "ზაპოროჟიეს შურისმაძიებელმა" ჩამოაგდო.
"ზაპოროჟიეს შურისმაძიებელი" არის 19 წლის ეროვნული გვარდიის მებრძლის მეტსახელი, რომელმაც გადასატანი საზენიტო კომპლექსით ექვსი რუსული თვითმფრინავი და ერთი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო. უკრაინელმა სამხედრომ, რომლის სახელიც ეროვნულ გვარდიაში არ კონკრეტდება, უკრაინის ეროვნული გმირის წოდება უკვე მიიღო.