უკრაინამ 9 რუსული საჰაერო სამიზნე ჩამოაგდო

4 ივნისს უკრაინელებმა 9 რუსული საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

მათი თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთი რუსული თვიღმფრინავის, SU-34-ის "დემილიტარიზება" მოხდა.

გარდა ამისა, ჩამოგდებულია რუსული შვეულმფრენი Ka-52 და ორი უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10, ერთი Forpost.

უკრაინის ფლოტის ცნობით, საზღვაო ძალების საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო "კალიბრის" ტიპის 4 რაკეტა, რომლებიც წყალქვეშა ნავებიდან გაუშვეს.

 

მსგავსი სიახლეები