უკრაინამ "მარცვლეულის ინიციატივის" ფარგლებში 10 მილიონი ტონა სურსათი გაიტანა ექსპორტზე
3 ნოემბერს უკრაინის ჩორნომორსკის, ოდესის და პივდენის პორტები 290 000 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქციით დატვირთულმა კიდევ შვიდმა გემმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
"კერძოდ, მათ შორისაა გემი Esentepe - 29 000 ტონა მზესუმზირის თესლი ომანისთვის და Key Knight - 67 000 ტონა სიმინდი ჩინეთისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
შავი ზღვის "მარცვლეულის ინიციატივის" დაწყების შემდეგ უკრაინიდან 10 მილიონი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გავიდა ექსპორტზე, ხოლო საკვებით დატვირთული გემების რაოდენობამ, რომლებიც უკრაინის პორტებიდან აზიაში, ევროპასა და აფრიკაში წავიდნენ, 430-ს მიაღწია.
"ოქტომბერში ექსპორტის მოცულობა შეიძლებოდა 30-40%-ით მეტი ყოფილიყო, რუსეთს ბოსფორში ინსპექტირება ხელოვნურად, რომ არ დაებლოკა", - აცხადებენ სამინისტროში.