უკრაინამ ოდესის რეგიონში მოლდოვის საზღვარზე საბაჟო პუნქტების მუშაობა დროებით შეაჩერა

უკრაინამ 8 მაისის 22:00 საათიდან 10 მაისის 8:00 საათამდე შეაჩერა ოდესის რეგიონში მოლდოვასთან საბაჟო პუნქტების მუშაობა. ამის შესახებ 9 მაისს მოლდოვის საბაჟო სამსახურმა Telegram-ზე განაცხადა.

„უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა ოდესის რეგიონში (ბელგოროდ-დნესტროვსკის მონაკვეთზე) ადამიანებისა და მანქანების გადაადგილების სპეციალური რეჟიმის დაწესების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ოდესის ოლქში კომენდანტის საათის გამოცხადება გახდა.

მოლდოვის საბაჟო სამსახურმა მოქალაქეებს რეკომენდაცია გაუწია ამ დროისთვის უკრაინაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

მსგავსი სიახლეები