უკრაინამ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა აუკრძალა
12 მაისს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს და სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეების აკრძალა. ამის შესახებ უმაღლეს რადაში მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა ტარას მელნიჩუკმა განაცხადა.
უკრაინის მთავრობამ შეცვალა მინისტრთა კაბინეტის 2022 წლის 12 ოქტომბრის N1178 დადგენილება "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", უკრაინის კანონით გათვალისწინებული საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების მომხმარებელთა სახელმწიფო შესყიდვების მახასიათებლების დამტკიცების შესახებ.
ცვლილებები ითვალისწინებს რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის საქონლის, სამუშაოების და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აკრძალვას უკრაინაში საომარი მდგომარეობის პერიოდში.
შესყიდვები აკრძალულია:
- რუსეთისა და ბელორუსის კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოყალიბებული და რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის;
- უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოყალიბებული და რეგისტრირებული იურიდიული პირების, საბოლოო ბენეფიციარი მფლობელებისთვის, რომლებსაც საწესდებო კაპიტალში 10% ან მეტი წილი აქვთ, რომლებიც არიან რუსეთის ფედერაციის / ბელორუსის მოქალაქეები (გარდა უკრაინაში ლეგალურად მცხოვრებებისა);