უკრაინამ რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

უკრაინის მთავრობამ რუსეთისა და ბელორუსის 99 ფიზიკური და 178 იურიდიული პირის წინააღმდეგ, , რომლებიც ხელს უწყობენ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას, სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ 2 სექტემბერს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა.

სანქციები დაუწესდა კომპანიების ჯგუფ "Серния"-სა და მასთან დაკავშირებულ პირებს. ეს კომპანიები სანქციების გვერდის ავლით აწვდიდნენ მიკროელექტრონიკას რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, ასევე ჰაკერულ თავდასხმებში ჩართულ კომპანიებს.

გარდა ამისა, სანქციების ქვეშ მოექცა "Царьград"-ის კომპანიების ჯგუფი, რომლებიც ავრცელებენ პროპაგანდას და კომპანიებს, რომლებიც ეწევიან მაინინგს რუსეთის ინდუსტრიული სექტორის ინტერესებიდან გამომდინარე.

ასევე, სამინისტროს ცნობით, სანქციები დაუწესდათ რუსეთის ეროვნული ბანკის ჩინოვნიკებსა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შვილს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის მიერ დაწესებული ყველა სანქცია შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორების მიერ ერთდროულად არის შემოღებული.

მსგავსი სიახლეები