უკრაინამ სირიელ მეამბოხეებს დრონები და ოპერატორები გაუგზავნა - Washington Post

The Washington Post-ის ცნობით, უკრაინულმა დაზვერვამ დრონები და ოპერატორები გაუგზავნა "ჰაიათ თაჰრირ აშ-შამს," რომელმაც 8 დეკემბერს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხო.

გამოცემის წყაროების თანახმად, დაახლოებით 4-5 კვირის წინ უკრაინულმა დაზვერვამ სირიის ქალაქ იდლიბში, მეამბოხეების შტაბში დაახლოებით 20 გამოცდილი ოპერატორი და 150 დრონი გაგზავნა.

WP-ის ცნობით, უკრაინის დახმარებამ მხოლოდ უმნიშვნელო როლი ითამაშა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის დამხობაში. თუმცა, ეს არის უკრაინის ფართო სტრატეგიის ნაწილი, რათა ფარული თავდასხმები მოხდეს რუსეთის შენაერთებზე ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში და თვით რუსეთის ტერიტორიაზე.

ასადი სირიას ბოლო 24 წლის განმავლობაში მართავდა, თუმცა, მეამბოხეებმა მისი დამარცხება 12 დღეში შეძლეს. ამ პროცესს ისლამისტური დაჯგუფება "ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი" ლიდერობდა. ქვეყნის დედაქალაქი დამასკო მათ 9 დეკემბერს აიღეს.

ISW-ის თანახმად, სირიაში სამხედრო ბაზების დაკარგვამ შეიძლება სერიოზულად გაურთულოს კრემლს აფრიკაში ოპერაციების ჩატარება და ეს შეასუსტებს რუსეთის პოზიციებს ლიბიასა და სუბსაჰარულ აფრიკაში.

რუსული სახელმწიფო სააგენტოები იუწყებიან, რომ სირიის ყოფილი დიქტატორი ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახი მოსკოვში იმყოფებიან, რუსეთმა მათ თავშესაფარი მისცა.

მსგავსი სიახლეები