უკრაინას შეიარაღებაში რუსეთზე მეტი ტანკი აქვს - Bloomberg

რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან უკრაინამ ტანკების რაოდენობა გაზარდა, ხოლო რუსეთი შეიარაღებაში - განახევრდა.

ამ ინფორმაციას Bloomberg კილის მსოფლიო ეკონომიკის გერმანულ ინსტიტუტსა და მონიტორინგის ჯგუფ Oryx-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

Ukraine Support Tracker-ის მონაცემთა ბაზის თანახმად, მოკავშირეებმა უკრაინას ომის დაწყებიდან 471 ახალი ტანკი მიაწოდეს, კიდევ 286 ჯერ არ ჩასულა.

სააგენტომ გაითვალისწინა Oryx-ის მიერ დაფიქსირებული განადგურებული და მოპოვებული აღჭურვილობის სტატისტიკა და დაადგინა, რომ უკრაინის შეიარაღებაში არსებული ტანკების რაოდენობა ომისას გაიზარდა, ხოლო რუსული - განახევრდა.

ამრიგად, ახლა უკრაინის განკარგულებაში დაახლოებით 1.5 ათასი ტანკია, რუსეთის - 1.4 ათასი.

Bloomberg იტყობინება, რომ ტანკების შესახებ ინფორმაცია შეესაბამება იმ მონაცემებს, რომელიც სამშაბათს ბრიტანეთის გენერალური შტაბის უფროსმა ტონი რადაკინმა გამოაქვეყნა.

"რუსეთმა თავისი არმიის საბრძოლო შესაძლებლობების თითქმის ნახევარი დაკარგა... გასულ წელს მან 10 მილიონი საარტილერიო ჭურვი გაისროლა, მაგრამ საუკეთესო შემთხვევაში მას წელიწადში 1 მილიონი ჭურვის წარმოება შეუძლია. მან 2500 ტანკი დაკარგა და საუკეთესო შემთხვევაში მას წელიწადში 200 ტანკის წარმოება შეუძლია."

მსგავსი სიახლეები