უკრაინაში 60 ათასზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა

24 თებერვლიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 60 110 რუსი ჯარისკაცი (500 გუშინ) გაანადგურა. ამის შესახებ 2 ოქტომბერს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.

დამპყრობლების სხვა დანაკარგები ასეთი იყო:

  • ტანკები - 2377 (+23); 
  • ჯავშანტექნიკა - 4975 (+26); 
  • საარტილერიო სისტემები - 1405 (+8); 
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 337 (+1);
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 176;
  • თვითმფრინავები - 264; 
  • ვერტმფრენები - 227 (+1); 
  • ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 1015 (+6); 
  • ფრთოსანი რაკეტები - 246; 
  • გემები / ნავები - 15; 
  • საავტომობილო ტექნიკა და ტანკერები - 3796 (+10);
  • სპეცტექნიკა - 131.

"მტერმა ყველაზე დიდი ზარალი კრამატორსკის და ბახმუტის მიმართულებით მიიღო", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები