უკრაინაში ბრძოლას მკაცრი რეჟიმის კოლონიებიდან 650-ზე მეტი რუსი პატიმარი დათანხმდა

რუსეთი აგრძელებს უკრაინაში საომრად პატიმართა რეკრუტირებას, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იხდიან სასჯელს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფეისბუქზე ავრცელებს.

"რუსეთის საოკუპაციო ძალების ქვედანაყოფების სარდლობა აგრძელებს ტყვეთა რეკრუტირებას პერსონალის დანაკარგის ასანაზღაურებლად. წინასწარი ინფორმაციით, სტავროპოლის ტერიტორიის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიებიდან 650-ზე მეტი პატიმარი დათანხმდა უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობას", - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, ლუგანსკის რაიონში დაჭრილთა დიდი რაოდენობის გამო ადგილობრივი საავადმყოფოები გადატვირთულია. ამიტომ მტერი ერთ-ერთ სკოლას სამხედრო ჰოსპიტალად იყენებს. იქ, უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, 200-მდე დაჭრილი დამპყრობელია.

მსგავსი სიახლეები