უკრაინაში ლუჰანსკელი სეპარატისტების ერთ-ერთი საველე მეთაური დააკავეს

 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ე.წ. "დიდი დონის არმიის კაზაკთა ეროვნული გვარდიის" ერთ-ერთი საველე მეთაური დააკავა, რომელიც 2014 წელს "ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის" მხარეს იბრძოდა. ამის შესახებ ინფორმაციას РБК-Украина ავრცელებს.

კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა სადგურ ლუჰანსკაში შეიარაღებული დაჯგუფების მეთაურის ყოფილი მოადგილე იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ის მეთაურების ინფორმირების გარეშე უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა, რათა პირადობის მოწმობა აეღო და პენსია მიეღო.

გამოძიების ინფორმაციით, ანტრაციტოვსკის რაიონის მცხოვრები სეპარატისტებს 2014 წელს შეუერთდა. მისი ქვედანაყოფი აქტიურად მონაწილეობდა ანტიტერორისტული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში ლუჰანსკის ოლქის კრასნოდონისა და ანტრაციტოვსკის რაიონების ტერიტორიაზე.

მოგვიანებით, შიდა კონფლიქტის გამო, მან მებრძოლების რიგები დატოვა. 

ის უკანონო დაჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა.

 

მსგავსი სიახლეები