უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში სარკინიგზო ხაზები დააზიანეს
უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქის, შებეკინსკის რაიონში სარკინიგზო ხაზები დააზიანეს. ამის შესახებ ბელგოროდის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი იტყობინება.
"შებეკინსკის შემოგარენში დაზიანებული სარკინიგზო ხაზები, მსხვერპლი და დაჭრილები შემთხვევას არ ჰყოლია, ადგილზე მუშაობს ოპერატიული ჯგუფი"- წერს გლადკოვი.
ბელგოროდის გუბერნატორს არ განუმარტავს თუ რა გახდა დაზიანების მიზეზი და განაცხადა, რომ ამის შესახებ მოგვიანებით ისაუბრებდა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ბელგოროდის რაიონში განხორციელდა პირველი უკრაინული კონტრშეტევა რუსეთის ტერიტორიაზე - პირველ აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი ვერტმფრენი დაბალ სიმაღლეზე შეიჭრა რუსეთის საჰაერო სივრცეში, კერძოდ ბელგოროდში სადაც ნავთობბაზა დაბომბა.
უკრაინული მხარე შეტევის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არც ადასტურებს და არც უარყოფს. მალევე ბრიტანეთის დაზვერვაში განაცხადეს, რომ ბელგოროდის ნავთობ-ბაზაზე მიტანილმა შეტევამ მნიშვნელოვნად შეამცირა რუსეთის შეიარაღებული ძალების საშუალება შეეტია ხარკოვის ოლქისთვის.
უკრაინის მხრიდან კონტრ-შეტევების მომეტებულ საფრთხეზე და სხვადასხვა ინციდენტებზეა საუბარია უკრაინასთან მოსაზღვრე სხვა რუსულ ოლქებშიც. ამის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.