უკრაინელების შეტევის შემდეგ, დონეცკში სავარაუდოდ ნავთობის საცავი დაიწვა
25 ივლის სოციალურ მედიაში ვიდეოები გავრცელდა, სადაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე, ნავთობის საცავი რამდენიმე საათის განმავლობაში იწვოდა.
რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ობიექტს ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც უკრაინელებმა შეტევა განახორციელეს.
უკრაინელ სამხედროებს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ამ თვის განმავლობაში, როდესაც სეპარატისტების კონტროლის ქვეშ არსებული ინფრასტრუქტურა კიევის სამიზნე აღმოჩნდა.
დონეცკში მყოფი TASS-ის რეპორტიორის განცხადებით "ცეცხლი რამდენიმე ათეულ მეტრს აღწევდა" და ქალაქის სხვადასხვა რაიონში შეინიშნებოდა.