უკრაინელებმა "დრონების არმიისთვის" 10 000 ოპერატორი გადაამზადეს
United 24-ის ინიციატივის წლის განმავლობაში, უკრაინამ 325 მილიონი დოლარი შეაგროვა, ხოლო "დრონების არმიის" პროექტის ფარგლებში დრონების 10 000 ოპერატორი უკვე გადამზადდა.
ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა.
"ერთ წელიწადში 325 მილიონი დოლარის შეგროვება მოვახერხეთ. საინტერესოა, რომ ხალხი მხარს გვიჭერს მსოფლიოს 110 ქვეყნიდან." - თქვა მან.
მინისტრმა განაცხადა, რომ "დრონების არმიის" პროექტი აგრძელებს განვითარებას. მორიგი სასწავლო ბანაკი ახლახან დასრულდა და იქნება ახალი საწვრთნელი ბანაკები უპილოტო საფრენი აპარატებისთვის.
"დრონების არმიის" პროექტი ასევე ეხება დამრტყმელი დრონების ასეულების გაშვებას. უკრაინის მიზანი 60 ასეთი ასეულის შექმნაა.