უკრაინელებმა რუსეთის ბელგოროდის რაიონში საბრძოლო მასალის საწყობი ააფეთქეს

13 ოქტომბერს, რუსეთის ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა. ამის შესახებ Telegram-ზე რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.

"ბელგოროდის რაიონის სოფელში, უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად, აფეთქდა საბრძოლო მასალის საცავი. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან", - წერს ის.

გლადკოვმა აღნიშნა, რომ ისინი გეგმავენ მაცხოვრებლების "უსაფრთხო მანძილზე" გადაყვანას.

"მედუზა" ბელგოროდის რაიონის სოფელ ოქტიაბრსკში გაჩენილი ხანძრის შესახებ წერს. დასახლება უკრაინის საზღვრიდან 10 კმ-ში მდებარეობს, ბელგოროდიდან - 20 კმ-ში.

მსგავსი სიახლეები