უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული Su-25 ჩამოაგდეს

13 მაისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მებრძოლებმა დონეცკის მიმართულებით რუსული Su-25 გაანადგურეს.

"მესამე თვითმფრინავი ორ კვირაში. 110-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის მეზენიტეებმა დღესაც გაანადგურეს კიდევ ერთი რუსული Su-25." - წერს 110-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადა Facebook-ზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავი დონეცკის მიმართულებით ჩამოაგდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მებრძოლებს გაწეული სამუშაოსთვის.

"ოკუპანტისთვის უკრაინის მიწაზე არც ერთი უსაფრთხო ადგილი არ უნდა არსებობდეს. და ჩვენს ცაში. მადლობა დღეს დონეცკის რეგიონში ჩამოგდებული რუსული Su-25-ისთვის 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ბიჭებს. ყოჩაღ ბიჭებო!" - აღნიშნა ზელენსკიმ.

11 მაისს, 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცებმა ავდეევკის მიმართულებით რუსული Su-25 ჩამოაგდეს.

მსგავსი სიახლეები