უკრაინელმა სამხედრომ 5 კოლეგა მოკლა

 

ხუთშაბათს უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცი დააკავეს, რომელმაც 5 კოლეგა მოკლა, ამდენივე კი დაჭრა. 

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინციდენტი იუჟნის მანქანათმშენებელ ქარხანაში - იუჟმაშში მოხდა.

20 წლის არტემი რიაბჩუკმა ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი ქარხნის ტერიტორია დატოვა. მოგვიანებით მან პოლიციას დაურეკა და ქალაქ პოდგორნეში ჩაბარდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ თქვა, რომ გამოძიების ჩასატარებლად სპეციალური კომისია შეიქმნება, რათა გაირკვეს რამ მიიყვანა დამნაშავე ამ მდგომარეობამდე. გამომძიებლები ასევე გამოიკვლევენ, როგორ ჩააბარა რიაბჩუკმა სამედიცინო გამოცდები, რის გამოც მას იარაღის ტარების უფლება ჰქონდა.

მინისტრის მოადგილემ, ანტონ გერაშენკომ კი აღნიშნა, რომ პირველ რიგში გამოძიება გაარკვევს, იყო თუ არა ის ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მისი ქვედანაყოფის სხვა წევრების მხრიდან.

 

მსგავსი სიახლეები