უკრაინელმა სასულიერო პირმა რუსებს უკრაინის არმიის პოზიციებზე მონაცემები გადასცა

ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა სასამართლოში გაგზავნეს საბრალდებო დასკვნა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირის წინააღმდეგ, მას ბრალი კოლაბორაციონიზმისთვის წაუყენეს. ამის შესახებ 3 სექტემბერს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა.

სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი აპრილის ბოლოს დააკავეს. ახლა ის პატიმრობაშია. მის ტელეფონზე რუს სამხედროებთან მიმოწერა იპოვეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ 2022 წლის აპრილის შუა რიცხვებში სასულიერო პირმა შეაგროვა ინფორმაცია აგრესორი ქვეყნის არმიის წარმომადგენლებისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის, განლაგების, აღჭურვილობისა და იარაღის შესახებ სევეროდონეცკში და ქალაქის მიმდებარე სოფლებში. მიღებული ინფორმაცია მტერმა გამოიყენა სამიზნეების მდებარეობის დასადგენად", - ნათქვამია განცხადებაში.

კოლაბორაციონიზმის მუხლი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები