უკრაინის არმია: დონბასში მოვიგერიეთ 11 იერეში, გავანადგურეთ 2 თვითმფრინავი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი აღმოსავლეთ ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ყოველდღიურ კრებსს ავრცელებს 

გაერთიანებული შტაბის ცნობით, 4 მაისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით მოიგერიეს ოკუპანტების 11 იერიში. წარმატებული თავდაცვის შედეგად განადგურებულია მტრის 5 ტანკი, 12 ერთეული ჯავშანტექნიკა, 1 საარტილერიო დანადგარი. 

გარდა ამისა, უკრაინელმა მებრძოლებმა დონბასის თავზე ჩამოაგდეს ოკუპანტების 2 თვითმფრინავი CУ-30 და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. 

2 მაისს გავრცელდა პენტაგონის კიდევ ერთი შეფასება აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ საომარ მდგომარეობაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთის პროგრესი დონბასში საუკეთესო შემთხვევაში მინიმალურია.

ომის შესწავლის ინსტიტუტის [ISW] 30 აპრილის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე რუსეთის წარმატებული გარღვევის შანსი ყოველდღიუად მცირდება.

29 აპრილს გავრცელდა პენტაგონის შეფასება, რომლის მიხედვითაც რუსეთის საოკუპაციო ძალები თავდაპირველ გრაფიკს როგორც მინიმუმ რამდენიმე დღით ჩამორჩებიან. 

იმავე პენტაგონში 27 აპრილს გამართულ ბრიფინგზე იტყობინებოდნენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წინსვლა დონბასში იყო ნელი და არამდგრადი. 

მსგავსი სიახლეები