უკრაინის არმია: დონბასში მოვიგერიეთ 9 შეტევა, ჩამოვაგდეთ 2 თვითმფრინავი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი აღმოსავლეთ ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ყოველდღიურ კრებსს ავრცელებს

გაერთიანებული შტაბის ცნობით, 30 აპრილს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით მოიგერიეს ოკუპანტების 9 იერიში. წარმატებული თავდაცვის შედეგად განადგურებულია მტრის 8 ტანკი, 24 ერთეული ჯავშანტექნიკა, 1 საარტილერიო სისტემა. 

გარდა ამისა, უკრაინელმა მებრძოლებმა დონბასის თავზე ჩამოაგდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების 2 თვითმფრინავი СУ-25 და 4 უპილოტო საფრენი აპარატი. 

29 აპრილს გავრცელდა პენტაგონის შეფასება, რომლის მიხედვითაც რუსეთის საოკუპაციო ძალები თავდაპირველ გრაფიკს როგორც მინიმუმ რამდენიმე დღით ჩამორჩებიან. 

იმავე პენტაგონში 27 აპრილს გამართულ ბრიფინგზე იტყობინებოდნენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წინსვლა დონბასში იყო ნელი და არამდგრადი. 

მსგავსი სიახლეები