უკრაინის არმია: მივიტანეთ იერიში ზმეინიზე, ოკუპანტებს არსებითი დანაკარგები აქვთ
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სარდლობა კუნძულ ზმეინიზე განხორცილებული შეტევის შესახებ იუწყება.
"კუნძულ ზმეინის მიმართულებით მივიტანეთ კონცენტრირებული დარტყმა სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით. შეტევის შედეგად ის რასაც "რაშისტები" კუნძულის გარნიზონს უწოდებდნენ მძიმე დანაკარგებს განიცდის. სამხედრო ოპერაცია გრძელდება და დასრულებამდე საინფორმაციო სიჩუმეს ითხოვს",- ნათქვამია ბატალიონ Південь-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ შეტყობინებაში.
კუნძულ ზმეინიზე განხორცილებული შეტევის შესახებ გავრცელებული ცნობები დაადასტურა ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სპიკერმა, სერგეი ბრატჩუკმაც.
"კუნძულ ზმეინის სულს ძალიან არ უყვარს ოკუპანტები. ამიტომაც ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა შესაბიმისი დარტყმა მიიტანეს კუნძულზე დისლოცირებულ რუსების დროებით სამხედრო გარნიზონზე",- განაცხადა ბრატჩუკმა.
ეს ცნობები განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ უკრაინელებმა პირველად გამოიყენეს დასავლელი მოკავშირეების მიერ გადაცემული Harpooin-ის ტიპის ანტი-სახომალდო რაკეტები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამიზნე ოკუპანტების გემი "ვასილი ბეხი" გახდა, რომელსაც კუნძულზე შეიარაღება მიჰქონდა.
უფრო მეტის გასაგებად კუნძულ ზმეინის სტრატეგიულ სამხედრო მნიშნველობაზე შეგიძლიათ მოუსმინოთ ჩვენ პოდკასტს.