უკრაინის არმიამ ხერსონის რეგიონში 11 დასახლება გაათავისუფლა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის 11 დასახლებაზე კონტროლი აღადგინეს. ამის შესახებ 1 მარტის ღამეს "პივდენის" ჯარების დაჯგუფებამ განაცხადა.
განცხადების თანახმად, ოკუპანტებისგან გათავისუფლდნენ ნოვოვორონცოვკა, მალაია შესტერნია, ნოვოგრიგოროვკა, ტოპოლინოე, კნიაზევკა, კრასნოვკა, სვობოდნოიე, კამენკა, პრიგორიე, კოჩუბეევკა და ორლოვო.
"მე-60 ცალკეული ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა ადგილობრივ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდეს (წამალი, საკვები). თავის მხრივ, გათავისუფლებული ტერიტორიების მცხოვრებლები მხარს უჭერენ და ამხნევებენ ჩვენს დამცველებს", - ნათქვამია განცხადებაში.
სამხედროებმა აღნიშნეს, რომ ოპერაციის დროს უკრაინულმა ქვედანაყოფებმა ხელში ჩაიგდეს რუსული ტანკები - T-64 (სრული საბრძოლო მასალით) და ჯავშანმანქანები - BMP-2 და BMD-2.