უკრაინის ავიაციამ 10 თებერვალს რუსების 14 პოზიცია დაბომბა

10 თებერვლის დღის დასაწყისიდან უკრაინულმა ავიაციამ რუსი დამპყრობლების პოზიციებს 14 დარტყმა მიაყენა. ამ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უკრაინულმა ავიაციამ დაბომბა ოკუპანტების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 12 უბანი და საზენიტო-სარაკეტო სისტემების 2 პოზიცია. 

"სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა დაბომბეს ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ორი ზონა, საბრძოლო მასალის საცავი, საზენიტო-სარაკეტო სისტემის პოზიცია და მტრის ორი მნიშვნელოვანი სამიზნე." - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები