უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს კონგრესი დეკემბრის შუა რიცხვებამდე ვერ მიიღებს - Bloomberg

აშშ-ის კონგრესმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი შესაძლოა დეკემბრის შუა რიცხვებამდე ვერ მიიღოს. ამ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ეს ეჭვქვეშ აყენებს ამერიკის უნარს უკრაინას საკმარისი რაოდენობის შეიარაღება მიაწოდოს.

კონგრესში უკრაინის მხარდამჭერები ცდილობენ უკრაინის დახმარების დიდი პაკეტი მიიღონ, რომელიც სხვა კანონპროექტებზე არ იქნება მიბმული.

კონგრესმა მოლაპარაკებების დასრულება და უკრაინისთვის ახალი დახმარების გამოყოფა შეიძლება დეკემბრის შუა რიცხვებში შეძლოს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფა თითქმის ორი თვის წინ მოითხოვა.

უახლოეს დღეებში ორივე პარტიის სენატორები გეგმავენ მუშაობას უკრაინის დახმარების პაკეტზე და აშშ-ის სამხრეთ საზღვრის დაცვის გაძლიერებაზე, რომელსაც კენჭს მადლიერების დღის შემდეგ უყრიან.

დემოკრატმა სენატორმა კრის კუნსმა განაცხადა: "მოლაპარაკება მომდევნო კვირაში უნდა დავიწყოთ. უკრაინელებს საწვავის, იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგი ეწურებათ."

მსგავსი სიახლეები