უკრაინის დაზვერვამ ირანული დრონების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური სისტემა დაასახელა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ირანული წარმოების კამიკაძე დრონების 75%-ზე მეტი გაანადგურეს, რომლებსაც რუსები იყენებენ.
ამის შესახებ ჟურნალისტ ტატიანა პოპოვასთან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.
ჟურნალისტმა სკიბიცკის ჰკითხა, საჰაერო თავდაცვის სისტემა იყო ყველაზე ეფექტური ირანული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდებაში.
სკიბიცკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამჟამად "ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური" სისტემა გერმანიისგან მიღებული IRIS-T და საზენიტო თვითმავალი იარაღი Gepard-ია.
პოპოვამ განმარტა, იყენებენ თუ არა უკრაინელი სამხედროები IRIS-T-ს და Gepard-ს ირანული დრონების წინააღმდეგ.
"დიახ. განსაკუთრებით ეფექტურია IRIS-T, ძალიან კარგი სისტემაა", - აღნიშნა სკიბიცკიმ.