უკრაინის ფოსტამ რუსული გემის გამოსახულებით 800 ათასი მარკა გაყიდა
"უკრაინის ფოსტამ გაყიდვის პირველ დღეს დაახლოებით 800 ათასი მარკა გაყიდა წარწერით - "Русский военный корабль… все" - განაცხადა უკრაინის ფოსტის გენერალურმა დირექტორმა იგორ სმელიანსკიმ ფეისბუქზე.
"დღის განმავლობაში დაახლოებით 800 000 მარკა გაიყიდა, ამაში არ შედის კონვერტები, მაისურები, ღია ბარათები. შეცდომებით, მაგრამ დღემ კარგად ჩაიარა. ვიღაცამ სადღაც მეგობრებს მიყიდა მარკები, ჩვენს თანამშრომლებს შორის, ყველა არ იყო გასაყიდად გამოტანილი. ადამიანური ფაქტორია და ამას გავუმკლავდებით", - წერს ის.
მარკების გაყიდვა დღესაც გაგრძელდა, 9:00 საათიდან მთავარ ფოსტაში ყიდვა შეეძლოთ მათ, ვინც 23 მაისს შედგენილ სიაში იყო.