უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთმა უკრაინაში 18 ჟურნალისტი მოკლა
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური ომის დაწყებიდან 18 ჟურნალისტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას 4 აპრილს კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს პრესსამსახური გენერალური პროკურატურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, რვა ჟურნალისტი გაიტაცეს, 13 დაშავდა და სამი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
"გარდა ამისა, დაფიქსირდა დაბომბვის სულ მცირე შვიდი ფაქტი, რამაც გამოიწვია სატელევიზიო ანძების, ტელე და რადიოსადგურების დაზიანება ან განადგურება. დაფიქსირდა მედიის ბლოკირების და კიბერშეტევის 22 შემთხვევა", - ნათქვამია განცხადებაში.
ზოგადად, რუსმა დამპყრობლებმა მედიის წარმომადგენლების მიმართ 74 დანაშაული ჩაიდინეს - 19 უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ.