ბოლო 24 საათში უკრაინულმა ავიაციამ ექვსი რუსული სამხედრო კოლონა გაანადგურა
დღის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ ექვსი რუსული სამხედრო კოლონა დაბომბა, გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვერტმფრენი და დრონი ჩამოაგდეს, ხოლო ბაირაქტარით საჰაერო თავდაცვის სისტემა Buk-M1 განადგურდა. ამას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ 27 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
"დღეს მძიმე დღე იყო უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის. ოკუპანტები აგრძელებენ დაბომბვას თითქმის ყველა მიმართულებით", - აღნიშნეს გენერალური შტაბი.
გავრცელებული ინფორმაციით უკრაინულმა მოიერიშე SU-25-ებმა რუსული სამხედრო კოლონები გაანადგურეს ხერსონისა და ჩერნიგოვის რეგიონებში. ამასთანავე, უკრაინულმა სუ-24M-ებმა გაანადგურეს მტრის ტექნიკის კოლონები კიევში, ჟიტომირის, ჩერნიგოვის რაიონებში და ზაპოროჟიეში.
ასევე, საზენიტო სარაკეტო ძალების ნაწილებმა ჩამოაგდეს ვერტმფრენი Ka-52 და თვითმფრინავი Orlan-10, ხოლო Bayraktar TB2-ით განადგურდა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა Buk-M1.
საერთო ჯამში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, დაახლოებით 4500 რუსი სამხედრო დაიღუპა. წინასწარი მონაცემებით განადგურდა და დაზიანდა 27 თვითმფრინავი, 26 შვეულმფრენი, 150-მდე ტანკი, 700-ზე მეტი ჯავშანტექნიკა, ერთი ბუკის საჰაერო თავდაცვის სისტემა, ოთხი გრადი, ორი დრონი და ორი გემი/ნავი.