უკრაინის გენშტაბი: რუსებმა იზიუმის მცხოვრებლების იძულებით ევაკუაცია დაიწყეს

ხარკოვის ოლქის ოკუპირებული იზიუმის მოსახლეობა რუს ოკუპანტებს რუსეთში მიჰყავთ. ამის შესახებ ინფორმაცია 4 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა.

"ქალაქ იზიუმში მტერი ფილტრაციის ზომებს იღებს და ადგილობრივი მოსახლეობა იძულებით გადაჰყავს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზეც მშვიდობიანი მოსახლეობა იტანჯება.

"ნოვა კახოვკას ირგვლივ მტერმა გაამკაცრა კონტროლი საგუშაგოებზე. დამპყრობლები აკავებენ მშვიდობიან მოსახლეობას და გახშირდა მოსახლეობისგან მანქანების უკანონო ჩამორთმევის შემთხვევები." - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები