უკრაინის მთავრობამ რუსეთთან სავიზო რეჟიმი შემოიღო

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 17 ივნისს გამართულ სხდომაზე რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა Telegram-ზე განაცხადა.

"ჩვენ საბოლოოდ ვწყვეტთ კავშირებს რუსეთთან. ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის უპრეცედენტო საფრთხეების დასაძლევად მთავრობამ, უკრაინის პრეზიდენტის მითითებების შესაბამისად, ახლახან მიიღო გადაწყვეტილება  რუსეთის ფედერაციასთან უვიზო რეჟიმზე შეთანხმება შეწყვიტოს", - წერს უკრაინის მთავრობის მეთაური.

ახლა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს უკრაინაში შესასვლელად ვიზების აღება დასჭირდებათ. გადაწყვეტილება ძალაში 2022 წლის 1 ივლისიდან შევა.

რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ დღეს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მსგავსი სიახლეები