უკრაინის ომბუდსმენი: რუსებმა მარიუპოლიდან 3000 ტონა ლითონი მოიპარეს
რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში მარიუპოლის საზღვაო პორტის ნაწილი გაასუფთავეს და პირველი გემით დონის როსტოვში 3000 ტონა ლითონის ნაწარმი გაგზავნეს. ამის შესახებ ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ ფეისბუქზე განაცხადა.
"უკრაინული მარცვლეულის ქურდობის შემდეგ ურწმუნოებმა მარიუპოლიდან ლითონის ნაწარმის ექსპორტს მიმართეს. ამისთვის მათ საზღვაო ნავსადგურის ნაწილი გაასუფთავეს. დამპყრობლები პირველი გემით მარიუპოლიდან დონის როსტოვში აგზავნიან 3000 ტონა ლითონის ნაწარმს." - წერს ის.
გარდა ამისა, ნაძარცვის უფრო მოსახერხებელი ექსპორტისთვის, დამპყრობლებმა დაიწყეს სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენა მარიუპოლსა და ვოლნოვახაში, აღნიშნა დენისოვამ.
"ოკუპაციამდე პორტის ტერიტორიაზე 200 000 ტონამდე ლითონი და თუჯი იყო, რომლის ღირებულებაც 170 მილიონი დოლარია. ოკუპანტი თავისი ქმედებებით არღვევს ჟენევის 1949 წლის IV კონვენციას მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის შესახებ ომის დროს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მე-8 მუხლს", - აღნიშნა ომბუდსმენმა.
დენისოვამ გაეროს ადამიანის უფლებათა დარღვევის შემსწავლელ კომისიას სთხოვა გაითვალისწინოს ეს ფაქტები ომის დანაშაულებისა და რუსეთის მიერ უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ანგარიშში.