უკრაინის პროკურატურა: რუსეთის ინტერვენციის შედეგად 379 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, 379 ბავშვი დაიღუპა და 735-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ 31 აგვისტოს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა.

პროკურატურის ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 230 ბავშვი, რუსეთში დეპორტირებულია - 7297.

ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, ნათქვამია განცხადებაში, რადგან მსხვერპლთა დათვლა კვლავ მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

"დონეცკის ოლქში დაშავდა 388 ბავშვი, ხარკოვის ოლქში - 202, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 68, მიკოლაევის ოლქში - 67, ლუგანსკის ოლქში - 61, ხერსონის ოლქში - 55, ზაპოროჟიის ოლქში - 46", - აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურატურა.

დაბომბვების შედეგად დაზიანდა 2328 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 289 მთლიანად განადგურდა.

მსგავსი სიახლეები