უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მარიუპოლში რუსი ოკუპანტები მეჩეთს ბომბავენ
დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში რუსეთის არმიამ მეჩეთი დაბომბა. ამის შესახებ 12 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე დაწერა.
"სულთან სულეიმან დიდის და მისი მეუღლის როქსოლანას (ჰიურემ სულთანი) მეჩეთი მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს. მეჩეთს 80-ზე მეტი ზრდასრული და ბავშვი, მათ შორის თურქეთის მოქალაქეები, აფარებს თავს", - ნათქვამია განცხადებაში.
მარიუპოლის მერის მოადგილემ 11 მარტს განაცხადა, რომ მეჩეთს 86 თურქეთის მოქალაქე აფარებს თავს, მათ შორის 34 ბავშვი.