უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რიში სუნაკის კიევში ვიზიტზე მუშაობს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის კიევში ვიზიტზე. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ვადიმ პრისტაიკომ ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.
მან გაიხსენა, რომ სუნაკმა თანამდებობის დაკავებისთანავე გამონახა დრო უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის დასარეკად.
"ვიცი, რომ ეს იყო ძალიან კარგი საუბარი, რომლის დროსაც, შეთანხმდნენ, რომ რიში სუნაკი ეწვევა უკრაინას. ზუსტად როდის მოხდება ეს - ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამაზე ჩვენს კოლეგებთან ბრიტანეთის მთავრობიდან", - განაცხადა პრისტაიკომ.