უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 53 Shahed-ის დრონი ჩამოაგდო
16 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინას Shahed-131/136 ტიპის 56 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 53 მათგანი გაანადგურა, კიდევ სამი დაიკარგა.
"15 სექტემბრის 20.00 საათიდან 06.00 საათამდე საჰაერო ძალების რადიოტექნიკურმა ნაწილებმა აღმოაჩინეს და გაანადგურეს კურსკიდან და ეისკიდან გაშვებული 56 დრონი." - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
რუსეთის თავდასხმის ძირითადი სამიზნე ამჯერად კიევის რეგიონი იყო.
საჰაერო თავდასხმის მოიგერიებაში მონაწილეობდა ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ძალები, ელექტრონული ომის დანაყოფები და უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები.
უკრაინელმა სამხედროებმა რუსების 53 დრონი ჩამოაგდეს კიევის, ვინიცას, პოლტავას, სუმის, ზაპორიჟიეს, კიროვოგრადის, მიკოლაივის, დნეპროპეტროვსკის და ჩერკასის რეგიონებში.
ამასთანავე, რუსების კიდევ სამი უპილოტო საფრენი აპარატი რამდენიმე რეგიონში დაიკარგა.
16 სექტემბრის შეტევა, კიევზე განხორციელებული უკვე მერვე თავდასხმაა ამ თვეში.