უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიევში ვიზიტი გადადო

ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში, გადამდგარმა გენერალმა კიტ კელოგმა კიევში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.

ამის ინფორმაციას 6 იანვარს Reuters, ტრამპის გარემოცვაში ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კელოგის ვიზიტი არა მხოლოდ კიევში, არამედ რომსა და პარიზშიც გადაიდო და პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შედგება. სააგენტოს წყაროები არ ასახელებენ ევროპაში ვიზიტების გადადების მიზეზებს.

"არც კელოგმა და არც უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა ვაშინგტონში არ უპასუხეს თხოვნას კომენტარისთვის," - წერს Reuters.

გამოცემა 17 დეკემბერს, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, კიტ კელოგი იანვრის დასაწყისში გეგმავდა ევროპის რამდენიმე დედაქალაქის, მათ შორის კიევის მონახულებას. მათი თქმით, კელოგის გეგმებში მოსკოვში ვიზიტი ჯერ არ შედის.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კელოგის ევროპული ტურის გეგმა ჯერ კიდევ შედგენის ეტაპზეა და მისი ძირითადი პუნქტები შესაძლოა შეიცვალოს.

კიევში კელოგი უკრაინის ხელისუფლებასთან შეხვედრას აპირებდა. გარდა ამისა, მისი გუნდი ჩართული იყო მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან შეხვედრების მომზადებაში პარიზსა და რომში. მიზანი არა იმდენად აქტიური მოლაპარაკებებია უკრაინაში ომის დასასრულებლად, არამედ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისთვის ინფორმაციის შეგროვება.

შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს არის დაგეგმილი. 

მსგავსი სიახლეები