უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

უკრაინის უმაღლესმა რადამ 14 აპრილს გამართულ სხდომაზე მეორე მოსმენით და მთლიანად მიიღო კანონპროექტი No7214 რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების და მისი სამხედრო სიმბოლოების აკრძალვის შესახებ.

როგორც პარტია "Голос-ის" დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა განმარტა, კანონის მიღებას ხმა 354-მა სახალხო დეპუტატმა მისცა.

კანონპროექტი პირველი მოსმენით 1 აპრილს მიიღეს.

ნორმატიული აქტი უკრაინის კანონმდებლობაში ადგენს "ტერორისტული სახელმწიფოს" და "უკრაინაში რუსული ნეონაცისტური ტოტალიტარული რეჟიმის სამხედრო შემოჭრის სიმბოლოების“ განმარტებებს.

რუსეთი, კანონის თანახმად, აღიარებულია ტერორისტულ სახელმწიფოდ, რომელიც ახორციელებს უკრაინელი ხალხის გენოციდს, ხოცვა-ჟლეტას, საერთაშორისო დანაშაულებებს უკრაინაში.

კანონი ასევე კრძალავს რუსეთის ნეონაცისტური ტოტალიტარული რეჟიმის პროპაგანდას და 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიის აქტს: ლათინური ასოები Z, V, ასევე შეიარაღებული ძალების ოფიციალური სიმბოლოები და ემბლემები იკრძალება ნებისმიერ რეკლამაში, ავტომობილებზე, ბეჭდური მასალებში, ტანსაცმელზე, საჯარო ღონისძიებებზე, ნებისმიერი კამპანიის მასალებში, მედიაში, ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში და ასე შემდეგ. (კანონს გარკვეული გამონაკლისები აქვს)

მსგავსი სიახლეები