უკრაინის ყოფილი ენერგეტიკის მინისტრისთვის ჩამორთმეული $5 მილიონი თავდაცვის სამინისტროს გადაეცემა

გენერალურმა პროკურატურამ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს 4.8 მილიონი დოლარი გადასცა, რომელიც ვიქტორ იანუკოვიჩის ენერგეტიკის მინისტრს ეკუთვნოდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა ავრცელებს.

"უკრაინის თავდაცვის სამინისტროს 4.8 მილიონი დოლარი გადაეცა. თანხა გაქცეული პრეზიდენტის იმდროინდელ მინისტრს ეკუთვნოდა. მეჟიჰირიას სახელმწიფო რეზიდენციის ჩამორთმევის პროცესის ფარგლებში, კონფისკირებული თანხები ახლა ჩვენს სახელმწიფოს დამპყრობლისგან თავის დაცვაში დაეხმარება", - წერს ვენედიქტოვა.

უკრაინის გენერალური პროკურორი ქვეყნის ენერგეტიკისა და ქვანახშირის მრეწველობის ყოფილ მინისტრ (2012-2014) ედუარდ სტავიცკიზე საუბრობს.

მსგავსი სიახლეები