უკრაინისთვის დახმარების აქტი ხელმოსაწერად ბაიდენს სამხრეთ კორეაში ჩაუტანეს

წარმომადგენელთა ორივე პალატის მიერ დამტკიცებული, უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების აქტს ხელმოსაწერად ჯო ბაიდენს სამხრეთ კორეაში ჩაუტანეს, სადაც აშშ-ს პრეზიდენტი აზიური სახელმმწიფოების ტურის ფარგლებში იმყოფება. 

ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ავრცელებს

გაზეთის ინფორმაციით, ბაიდენმა უკვე თხოვა თავის გუნდს აქტს სეულში ჩატანა, რათა მისი ამოქმედება დაუყოვნებლივ მოხდეს. ბაიდენმა Lend-lease-ის ფარგლებში დამტკიცებულ პირველი დახმარების აქტს ხელი რამდენიმე წუთის წინ მოაწერა. 

კვირას ბაიდენი სამხრეთ-კორეიდან იაპონიაში მიემგზავრება. 

სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებზე საგანგებო ხელმოწერას აშშ-ში დიდი ტრადიცია აქვს. ასე მაგალთად, 2005 წელს ჯორჯ ბუშმა საგანგებოდ შეწყვიტა შვებულება და ტექსასიდან ვაშინგტონში მხოლოდ იმიტომ ჩამოვიდა, რომ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ქალის სიცოცხლის გადაერჩინა. 

საინტერესო გამოცდილება აქვს ბარაკ ობამასაც, რომელმაც 2011 წელს პარიზში ვიზიტისას ე.წ. ავტოკალამის გამოყენების განკარგულება გასცა, რომელიც პრეზიდენტის ხელმოწერის ზუსტ ასლს აკეთებდა. საქმე ე.წ. პატრიოტის აქტის გახანგრძლივებას ეხებოდა, რომლის მოქმედების ვადის ამოწურვამდე საათები რჩებოდა. 

მაშინ აშშ ზოგი იურისტი ამბობდა, რომ ე.წ. ავტოკალმის გამოყენება არაკონსტიტუციური იყო, თუმცა სასამართლომდე საქმე არ მისულა. ობამამ ავტოკალამი კიდევ ერთხელ 2013 წელს ფისკალური კრიზისის თავიდან ასაცილებლად გამოიყენა. 

მსგავსი სიახლეები