Украинская правда: ჩეჩნებმა დაჭრილი რუსი ჯარისკაცები დახვრიტეს
12 მარტს კიევის მახლობლად სოფელ ბოროდიანკასთან, რამზან კადიროვის შეანერთების წარმომადგენელმა ჩეჩნებმა ბელორუსში გადაყვანის ნაცვლად დაჭრილი რუსი ჯარისკაცები დახვრიტეს. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით Украинская правда იუწყება.
"მიღებული ინფორმაციით, 12 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, კიევის ოლქის ბუჩანსკის რაიონის სოფელ ბოროდიანკაში, კადიროვის მებრძოლებმა 12 დაჭრილი რუსი სამხედრო დახვრიტეს, რომლებიც ბელორუსის ტერიტორიაზე უნდა გაეყვანათ", - ნათქვამია Украинская правда-ს მიერ მოპოვებულ მოხსენებაში.
წყაროს ცნობით, დახვრიტეს 36-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის №06705 სამხედრო ნაწილის მებრძოლები, რომლის ბაზაც ტრანს-ბაიკალის ტერიტორიის სოფელ ბორზიაში (რუსეთის საზღვრიდან 100კმ. ჩინეთთან და 80კმ. მონღოლეთის საზღვრიდან) მდებარეობს.
უკრაინის უმაღლესი რადას თავდაცვისა და უშუშროების კომიტეტის თავმდჯომარის წევრის, ფედორ ვენისლავსკის ინფორმაციით, რუსეთის არმიაში არსებობს სპეციალური შენაერთები, რომლებიც უკანდახეულ სამხედროებს ესვრიან.
ვენისლავსკის თქმით, ეს რაზმები კადიროვიის მებრძოლებისგან შედგება და კიევის მიმართულებით მოქმედებენ.